კედლის მხატვრობა
გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციის პროგრამა
გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაცია გელათის სამონასტრო კომპლექსი შედგება მრავალი ნაგებობისგან. კედლის მხატვრობა წარმოდგენილია ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მთავარ სივრცეში და მის მინაშენებში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მთავარ სივრცესა და მინაშენში. ფრაგმენტულად შემორჩენილი მხატვრობა გვხვდება დავითის კარიბჭეში (სამხრეთი კარიბჭე) და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში. გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია სამონასტრო კომპლექსში არსებული კედლის მხატვრობის დაცვა და კონსერვაცია. კონსერვაციის პოლიტიკა ეფუძნება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ეთიკურ პრინციპებს. ...

 

ვრცლად
გელათის ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის ფიზიკური ჩარევების პროგრამა გრძელდება
2025 წლის გაზაფხულიდან გრძელდება გელათის ღმრთისმშობლის შობის ტაძრის ფიზიკური სამუშაოები.  ფიზიკური ჩარევების - მკურნალობის - პროგრამა 2024 წლის მარტიდან შემუშავდა და მოიცავს კრიტიკული ზონების გამაგრებებს, ზოგად გამაგრებით სამუშაოებსა და დამატებითი ჩარევების მეთოდოლოგიის განვითარებას.  ჩარევები ეფუძნება კედლის მხატვრობის, ბიოლოგიისა, მარილებისა გარემო-პირობების სამეცნიერო კვლევა-დიაგნოსტიკის შედეგებს. კვლევების პარალელურად ახლდება და იხვეწება ფიზიკური სამუშაოების პროგრამაც. ჩარევების განვითარება ხდება საველე ლაბორატორიულ პირობებში და შემდგომ იტესტება ძეგლზე.  ფიზიკუ...

 

ვრცლად
გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის მინაშენების კედლის მხატვრობის კვლევა-დოკუმენტაცია, სექტემბერი-დეკემბერი 2024
გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაობის მიმართილებით 2024 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდა ფიზიკური ჩარევები; მის პარალელურად გაგრძელდა მინაშენების დიაგნოსტიკა და მდგომარეობისა და მარილების მონიტორინგი მთლიან სივრცეში. 1) 2024 წლის ივლის-დეკემბერში განხორციელებული ფიზიკური ჩარევები გელათის სამონასტრო კომპლექსი, კედლის მხატვრობის კონსერვაციის პროგრამა, საკონსერვაციო ფიზიკური ჩარევების ანგარიში, დეკემბერი 2024 გელათის სამონასტრო კომპლექსი, კედლის მხატვრობის კონსერვაციის პროგრამა, საკონსერვაციო ფიზიკური ჩარევების გრაფიკული დოკუმ...

 

ვრცლად
გელათის კედლის მხატვრობის კონერვაციის პროგრამის შეჯამება 2023 - 2024 წლები
2023 წლის გაზაფხულიდან 2024 წლის ჩათვლით გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის დაკვეთით განხორციელებული კედლის მხატვრობის საკონსერვაციო აქტივობების შეჯამება: ლინკი გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მთავარი სივრცის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო პროგრამის 2023-2024 წლების შედეგების ტექნიკური შეჯამება, რომელიც მოიცავს საარქივო მასალების, დიაგნოსტიკური და ანალიტიკური კვლევების, გარემო პირობების მონიტორინგისა და ფიზიკური სამუშაოების მიმართულებებს.  ლინკი ...

 

ვრცლად
გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაცია, ივლისი-აგვისტო 2024
გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციის პროგრამა გრძელდება: 2024 წლის ივლისი - აგვისტოს მისიის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი სამუშაოები: საკონსერვაციო ფიზიკური ჩარევების მეორე ეტაპი, რომელიც კრიტიკული ადგილების სტაბილიზაცია და გრძელვადიანი საკონსერვაციო მეთოდოლოგიის განსაზღვრას მოიცავს, დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მოცემულ დოკუმენტში გელათის კედლის მხატვრობის ფიზიკური ჩარავების ანგარიში ეტაპი 2 მეორე ეტაპის ფიზიკური ჩარევების გრაფიკული დოკუმენტაცია კედლის მხატვრობისა და მარილების მდგომარეობის მონიტორინგი მომზადდა მარილებისა და ნალესობის კვლევების ანგ...

 

ვრცლად
კედლის მხატვრობის კვლევა-დოკუმენტაცია, მაისი-ივნისი 2024
  გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოების 2024 წლის მაისის მისიის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები: 1) ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ჩრდილო-დასავლეთი ეკვდერის კვლევა - ტექნოლოგიისა და მდგომარეობის აღწერა-დოკუმენტაცია, ფიზიკური ისტორიის შესწავლა გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ჩრდილო-დასავლეთი ეკვტერი, კედლის მხატვრობის ტექნოლოგიისა და მდგომარეობის აღწერა-დოკუმენტაცია, მაისი-ივნისი 2024 გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ჩრდილო-დასავლეთი ეკვტერი, კედლის მხატვრობის გრაფიკული დოკუმენტა...

 

ვრცლად
კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები, მარტი 2024
  გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოების 2024 წლის მარტის მისიის მთავარ მიზნებს წარმოადგენდა: კედლის მხატვრობის არაინვაზიური და ინვაზიური კვლევების გაგრძელება; კედლის მხატვრობის მდგომარეობისა და მარილების მონიტორინგის გაგრძელება; კედლის მხატვრობის კრიტიკული მონაკვეთების სტაბილიზაცია და გრძელვადიანი საკონსერვაციო ფიზიკური ჩარევებისთვის მეთოდოლოგიის შემუშავების დაწყება. სამუშაოები შესრულდა გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის კონსერვაციის ჯგუფის მიერ. კედლის მხატვრობის კონერვაციის ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად პროექტს უძღვებოდნენ საერთა...

 

ვრცლად
მთავარი სივრცის კედლის მხატვრობის კვლევა-დოკუმენტაცია. თებერვალი, 2024
გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის კონსერვაციის პროექტის ფარგლებში 2023 წლის აპრილიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით განხორციელდა: ღვთისმშობლის ტაძრის მთავარი სივრცის 4 რეგისტრის კედლის მხატვრობის ტექნოლოგიის და მდგომარეობის აღწერ-დოკუმენტაციის სამუშაოები: კედლის მხატვრობის მდგომარეობისა და მარილების აქტივობის მონიტორინგი (მთელს კომპლექსში) გარემო პირობების მონიტორინგი და მონაცემთა დამუშავება (საანალიზოდ) (მთელს კომპლექსში) ფიზიკური ისტორიის შესწავლა (წინა ჩარევების დოკუმენტირება, საარქივო მასალის დამუშავება_მიმდინარე) კრიტიკული ადგილების გან...

 

ვრცლად
2024 წლის 5-6 თებერვლის სტიქიური მოვლენების გავლენა გელათის სამონასტრო კომპლექსზე
გელათის სამონასტრო კომპლექსზე 2024 წლის 5-6 თებერვლის სტიქიური მოვლენების ზეგავლენის ამსახველი მდგომარეობის ანგარიში. ...

 

ვრცლად
კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგი, დეკემბერი, 2023
კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგი, დეკემბერი, 2023 ...

 

ვრცლად
მთავარი სივრცის მკლავების ქვედა რეგისტრების კედლის მხატვრობის კვლევა - მონაცემთა დამუშავება. ნოემბერი, 2023
2023 წლის ნოემბრის მისიის მიზანს წარმოადგენდა ზოგადი საკონსერვაციო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების შემდეგი ასპექტები: გარემოპირობების (კლიმატური) მონაცემების დახარისხება/დამუშავება პროექტის საარქივო ფოტოდოკუმენტაციის დამუშავება (2020, 2021, 2022) პროექტისთვის საჭირო საკოსნსერვაციო მასალისა და ტექნიკის მოძიება ბოლო პერიოდში განხორციელებული ჩარევების ლოკაციებისა და მეთოდოლოგიის განსაზღვრა (საარქიოვო მასალებზე დაყრნობით) ტექნოლოგიისა და მდგომარეობის გრაფიკული დოკუმენტირება (III რეგისტრი) შესაბამისად ანგარიშში წარმოდგენილია:  წინაპერიოდის საკონსერვაციო ...

 

ვრცლად
მთავარი სივრცის ზედა რეგისტრების კედლის მხატვრობის კვლევა-დოკუმენტაცია. ოქტომბერი, 2023
გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის კონსერვაციის ჯგუფის საერთაშორისო ხელმძღვანელების - ლიზა შეკედე და სტივენ რიკერბი - მიერ 2023 წლის სექტემბერში შემუშავდა კედლის მხატვრობის კონსერვაციის ზოგადი გეგმა. გეგმა მოიცავს შემდეგ ასპექტებს: მარილების კვლევა - მონიტორინგი წყლის (სითხის სახით) კვლევა გარემო - პირობები კვლევა-მონიტორინგი ორიგინალი ტექნოლოგიის კვლევა მდგომარეობის კვლევა - მონიტორინგი ფიზიკური ჩარევების დაგეგმვა და განხორციელება ზემოთ ჩამოთვლილი გეგმიდან მუშაობა გრძელდება (2023 წლის აპრილიდან მოყოლებული) მეოთხე, მეხუთე პუნქტებზე. ოქტომბრის მისიის ფარგლ...

 

ვრცლად
კედლის მხატვრობის ტექნოლოგიის მდგომარეობის აღწერა-დოკუმენტირება, ივლისი, 2023
გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის კონსერვაციის მოსამზადებელი/საბაზისო სამუშაოების მეორე ეტაპს წარმოადგენდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის, მთავარი სივრცის ჩრდილოეთი, სამხრეთი და დასავლეთი მკლავების ზედა რეგისტრის (კამარის დონე) კედლის მხატვრობის ტექნოლოგიის აღწერა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. პროექტის კონკრეტულ ამოცანებს წარმოადგენდა სამიზნე არეებზე ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე (არაინვაზიური კვლევის მეთოდებით):  ✓კედლის მხატვრობის სხვადასხვა პერიოდის სქემებისა და მათი სტრატიგრაფიული ფენების განსაზღვრა ✓კედლის მხატვრობის ტექნოლოგიის ვიზუალური ლექსიკონ...

 

ვრცლად
კედლის მხატვრობის მდგომარეობის აღწერა-დოკუმენტირება, აპრილი, 2023
ტაძრებში კედლის მხატვრობის მდგომარეობა მრავალფეროვანი, გვხვდება როგორც ისტორიული, ისე ახალი დაზიანებები, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებში კედლის მხატვრობის მდგომარეობა განსაკუთრებით დაამძიმა 2010-იან წლებში ხარვეზებით განხორციელებულმა გადახურვის სარეაბილიტაციო პროცესებმა. 21-ე საუკუნეში წყლის ინტერიერში ჩადინებამ მხატვრობის დიდი მონაკვეთების დაზიანების შეუქცევადი პროცესი გამოიწვია, დაზიანების რთულ ფორმებთან ერთად დაიკარგა მხატვრობის მნიშვნელოვანი მონაკვეთებიც.  2019-2020 წლიდან ტაძრებში ჩატარდა მონიტორინგი და გარკვეულ მონაკვეთებში კედლის მხატვრობაზე ფიზიკური ჩარევები (გამაგრებითი სამუშაოები...

 

ვრცლად