უკან დაბრუნება
გელათის ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის ფიზიკური ჩარევების პროგრამა გრძელდება

2025 წლის გაზაფხულიდან გრძელდება გელათის ღმრთისმშობლის შობის ტაძრის ფიზიკური სამუშაოები. 

ფიზიკური ჩარევების - მკურნალობის - პროგრამა 2024 წლის მარტიდან შემუშავდა და მოიცავს კრიტიკული ზონების გამაგრებებს, ზოგად გამაგრებით სამუშაოებსა და დამატებითი ჩარევების მეთოდოლოგიის განვითარებას. 

ჩარევები ეფუძნება კედლის მხატვრობის, ბიოლოგიისა, მარილებისა გარემო-პირობების სამეცნიერო კვლევა-დიაგნოსტიკის შედეგებს. კვლევების პარალელურად ახლდება და იხვეწება ფიზიკური სამუშაოების პროგრამაც. ჩარევების განვითარება ხდება საველე ლაბორატორიულ პირობებში და შემდგომ იტესტება ძეგლზე. 

ფიზიკური ჩარევების მიმართულებებია:

  • გაფხვირებული და ფრაგმენტირებული ნალესობის ფენის კონსოლიდაცია და მიკრო-ჩასხმა
  • განშრევებული/განცალკევებული ნალესობის გამაგრება საინექციო ხსნარის საშუალებით - ჩასხმა
  • ფუნქცია დაკარგული და ზიანის მომტანი წინა პერიოდის შეკეთებების (თაბაშირისა და კირის) მოხსნა 
  • ნალესობის ღია კიდეებისა და დანაკარგების შევსება და კიდეების გამაგრება
  • აქერცლილი და გაფხვიერებული ფერწერული ფენის გამაგრება
  • მარილების მექანიკური მოხსნა/შემცირება

2025 წლიდან სატესტო ჩარევები ხორცილედება მარილების ექსტრაქციის მიმართულებით, რაც მარილების სტრუქტურიდან გამოტანას ემსახურება. 

2024 წლის გაზაფხულიდან 2025 წლის გაზაფხულის ჩათვლით ფიზიკური - გამაგრებითი სამუშაოები განხორციელდა:

ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის

  • მთავარ სივრცეში: აფრები, თაღები, ჩრდილოეთი მკლავი, ლოკალურად დასავლეთ და სამხრეთ მკლავებში
  • ნართექსში: კამარა
  • ჩრდილო-დასავლეთი ეკვტერი: ჩრდილოეთი კედელი, ცოკოლის დონე
  • ჩრდილო-აღმოსავლეთი ეკვტერი: ჩრდილოეთი კედელი, ცოკოლის დონე
  • სამხრეთ-დასავლეთი ეკვტერი: სამხრეთი კამარა და ჩრდილოეთი კედელი

აღნიშნულ ადგილებში სამუშაოები გრძელდება.

დეტალური გეგმა იხილეთ 2025 წლის კედლის მხტვრობის განახლებულ პროგრამაში - ლინკი 

გელათის კედლის მხატვრობის ფიზიკური ჩარევების - მკურნალობის - პროგრამის - დეტალური ანგარიში და გრაფიკული დოკუმენტაცია, 2024 წლის მარტი - 2025 წლის მაისი - ლინკი