ეროვნული სამეცნიერო საბჭო დაკომპლექტებულია საქართველოში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან პირდაპირ შემხებლობაში მყოფი ყველა ინსტიტუციიდან მოწვეული სხვადასხვა პროფილის უმაღლესი კვალიფიკაციის ადგილობრივი ექსპერტებით.
- ეროვნული სამეცნიერო საბჭო შედგება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სხვადასხვა პროფილის ექსპერტებისაგან;
- ეროვნული სამეცნიერო საბჭო განიხილავს გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ კონსერვაციისა და რესტავრაციის საკითხებს;
- გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხსა და საკონსერვაციო პროექტს ეროვნული სამეცნიერო საბჭო განიხილავს საერთაშორისო საბჭოსთან ერთად.
საბჭო შედგება 5 წევრისაგან