უკან დაბრუნება
კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები, მარტი 2024

 

გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოების 2024 წლის მარტის მისიის მთავარ მიზნებს წარმოადგენდა: კედლის მხატვრობის არაინვაზიური და ინვაზიური კვლევების გაგრძელება; კედლის მხატვრობის მდგომარეობისა და მარილების მონიტორინგის გაგრძელება; კედლის მხატვრობის კრიტიკული მონაკვეთების სტაბილიზაცია და გრძელვადიანი საკონსერვაციო ფიზიკური ჩარევებისთვის მეთოდოლოგიის შემუშავების დაწყება.

სამუშაოები შესრულდა გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის კონსერვაციის ჯგუფის მიერ. კედლის მხატვრობის კონერვაციის ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად პროექტს უძღვებოდნენ საერთაშორისო ხელმძღვანელები სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე.

მარილებისა და სამშენებლო მასალის კვლევის მიმართულებით დამატებითი სამუშაოები განხორციელდა პოტსდამის გამოყენებათა მეცნიერებების უნივერსიტეტის კონსერვაცია-რესტავრაციის პროგრამის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა პროფესორის სტეფან ლაუეს მიერ. ზემოაღნიშნული კვლევების პირველი ეტაპის სამუშაოები შესრულდა 2023 წლის დეკემბერში, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოები 2024 წლის მარტში, დაგეგმილია შემდგომი ღონისძიებებიც).

გარემო პირობებისა და მარილების დარგში ჯგუფს დამატებით კონსულტაციას უწევს კონსერვაციის მეცნიერი, მინერალოგიის ექსპერტი - დოქტორი კრისტინა ბლოიერი.

 

მისიის მიზნების შესაბამისად, გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობაზე განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:

  • ღვთისმშობლის შობის ტაძრის კედლის მხატვრობის ანალიტიკური კვლევის სტრატეგიის განსაზღვრა, ფერწერული ფენისა და ნალესობის ტექნოლოგიისა და მდგომარეობის ინვაზიური (სინჯების აღება) და არაინვაზიური (რენტგენოფლუორესცენტრული სპექტროსკოპია, მულტისპექტრული ფოტოგრაფია) კვლევა (საველე ანალიტიკა და ლაბორატორიული ანალიზებისთვის სინჯების აღება);

  • ღვთისმშობლის შობისა და ნაწილობრივ წმ. გიორგის ტაძრების ინტერიერებში ზედაპირული და სტრუქტურაში არსებული მარილების ინვაზიური კვლევა (სინჯების აღება);

  • ღვთისმშობლის შობის ტაძრის სტრუქტურაში ტენის შემცველობის კვლევა (ინფრაწითელი თერმოგრაფია, ელექტრული წინაღობის მზომი);

გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის კვლევა, მარტი-აპრილი, 2024

Appendix, Salt Analysis, SteffenLaue, March 2024

 

  • საკონსერვაციო ფიზიკური ჩარევები - კედლის მხატვრობის კრიტიკული ადგილების სტაბილიზაცია და გრძელვადიანი საკონსერვაციო მეთოდოლოგიის განსაზღვრა (პროცესი მიმდინარეა).

გელათის სამონასტრო კომპლექსი კედლის მხატვრობის კონსერვაციის პროგრამა, საკონსერვაციო ფიზიკური ჩარევების ანგარიში, ეტაპი 1 - კრიტიკული ადგილების სტაბილიზაცია და გრძელვადიანი საკონსერვაციო მეთოდოლოგიის განსაზღვრა, მარტი-აპრილი, 2024

დანართი, გელათის კედლის მხატვრობის ფიზიკური ჩარევის გრაფიკული დოკუმენტაცია, მარტი 2024

 

  • გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის მდგომარეობისა და მარილების აქტივობის მონიტორინგი (მთელს კომპლექსში);

Gelati Wall Painting Condition and Salt Monitoring, March 2024

 

  • გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის ფიზიკური ისტორიის შესწავლის გაგრძელება

გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის ფიზიკური ისტორია, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი - გუმბათი - საარქივო ფოტომასალის შედარება, ნაწილი 1