გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის კონსერვაციის მოსამზადებელი/საბაზისო სამუშაოების მეორე ეტაპს წარმოადგენდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის, მთავარი სივრცის ჩრდილოეთი, სამხრეთი და დასავლეთი მკლავების ზედა რეგისტრის (კამარის დონე) კედლის მხატვრობის ტექნოლოგიის აღწერა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. პროექტის კონკრეტულ ამოცანებს წარმოადგენდა სამიზნე არეებზე ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე (არაინვაზიური კვლევის მეთოდებით):
✓კედლის მხატვრობის სხვადასხვა პერიოდის სქემებისა და მათი სტრატიგრაფიული ფენების განსაზღვრა
✓კედლის მხატვრობის ტექნოლოგიის ვიზუალური ლექსიკონის შედგენა და ფოტოდოკუმენტაცია (აღწერა–დოკუმენტაცია)
✓კედლის მხატვრობის ტექნოლოგიური მახასიათებლების ილუსტრირებისთვის გრაფიკული დოკუმენტაციის შემუშავება
✓2021-2022 წელს შესრულებული მხატვრობის ტექნოლოგიის კვლევის დოკუმენტაციის გაცნობა/ანალიზი და ადგილზე არსებულ სიტუაციასთან შედარება
✓ კედლის მხატვრობის ტექნოლოგიაზე არსებული ამჟამინდელი მონაცემების შეჯამება
✓ კედლის მხატვრობის ტექნოლოგიის კუთხით საკვლევი საკითხების წამოჭრა
✓ კედლის მხატვრობაზე განხორციელებული წინა საკონსერვაციო ჩარევების გრაფიკულ დოკუმენტაციაზე მუშაობის დაწყება, კერძოდ მე-20 საუკუნისა და 2020-იან წლებში კედლის მხატვრობაზე განხორციელებული ჩარევების იდენტიფიცირება და მათი ადგილმდებარეობების განსაზღვრა
მისიის დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ანგარიშში:
გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მთავარი სივრცის ჩრდილოეთი, სამხრეთი და დასავლეთი მკლავების კამარის დონის კედლის მხატვრობის ტექნოლოგიის აღწერა - დოკუმენტაცის ნახვა