საქართველოს საპატრიარქოს გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის დებულება დამტკიცებულია სსიპ - კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოსადმი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების - ICOMOS-ისა და ICCROM-ის ერთობლივი საკონსულტაციო მისიის ანგარიშში (28.11 - 02.12, 2022 წ.) მოცემული რეკომენდაციების;გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის საკითხზე საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს 2023 წლის 24 თებერვლის ერთობლივი შეხვედრის ოქმის; გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის შექმნის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 2023 წლის 22 მარტის N24 ბრძანებისა და საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული 2023 წლის 06 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე.