2023 წლის ნოემბრის მისიის მიზანს წარმოადგენდა ზოგადი საკონსერვაციო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების შემდეგი ასპექტები:
- გარემოპირობების (კლიმატური) მონაცემების დახარისხება/დამუშავება
- პროექტის საარქივო ფოტოდოკუმენტაციის დამუშავება (2020, 2021, 2022)
- პროექტისთვის საჭირო საკოსნსერვაციო მასალისა და ტექნიკის მოძიება
- ბოლო პერიოდში განხორციელებული ჩარევების ლოკაციებისა და მეთოდოლოგიის განსაზღვრა (საარქიოვო მასალებზე დაყრნობით)
- ტექნოლოგიისა და მდგომარეობის გრაფიკული დოკუმენტირება (III რეგისტრი)
შესაბამისად ანგარიშში წარმოდგენილია:
- წინაპერიოდის საკონსერვაციო ჩარევების ლოკაციები და მეთოდოლოგია (საარქივო მასალის მაგალითების თანდართვით, ცხრილებითა და გრაფიკული დოკუმენტაციით).
- ტექნოლოგიისა და მდგომარეობის გრაფიკული დოკუმენტაცია
- 2020-2022 წლის გარემო - პირობების (აბსოლუტური ტენიანობა, ფარდობითი ტენიანობა, ჰაერის ტემპერატურა, ნამის წერტილი) მონიტორინგის წლიური, სეზონური, თვიური მონაცემები
შემდეგ ლოკაციებზე:
- ღვთისმშობლის ტაძრის მთავარი სივრცის ჰორიზონტალური ჭრილი,
- ღვთისმშობლის ტაძრის აღმოსავლეთი და დასავლეთი მკლავების ვერტიკალური ჭრილი, ჩრდილოეთის და სამხრეთის ეკვდერები და კარიბჭეები, ნართექსი,
- წმ. გიორგის ტაძარი
სრული ანგარიშის ნახვა: მთავარი სივრცის მკლავების ქვედა რეგისტრების კედლის მხატვრობის კვლევა - მონაცემთა დამუშავება. ნოემბერი, 2023