კომიტეტის მიზნებია:
საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული გელათის სამონასტრო კომპლექსის, მისი ტერიტორიისა და მასში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება, დაზიანებისა და განადგურებისგან დაცვა;
გელათის სამონასტრო კომპლექსისათვის იმ თვისებებისა და მახასიათებლების, ასევე იმ გარემოს შენარჩუნება, რაც განაპირობებს მის ისტორიულ-კულტურულ ღირებულებას;
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების - ICOMOS-ისა და ICCROM-ის ერთობლივი საკონსულტაციო მისიის ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების საფუძველზე სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სხვა საჭირო სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა.