უკან დაბრუნება
მთავარი სივრცის ზედა რეგისტრების კედლის მხატვრობის კვლევა-დოკუმენტაცია. ოქტომბერი, 2023

გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის კონსერვაციის ჯგუფის საერთაშორისო ხელმძღვანელების - ლიზა შეკედე და სტივენ რიკერბი - მიერ 2023 წლის სექტემბერში შემუშავდა კედლის მხატვრობის კონსერვაციის ზოგადი გეგმა.

გეგმა მოიცავს შემდეგ ასპექტებს:

  1. მარილების კვლევა - მონიტორინგი
  2. წყლის (სითხის სახით) კვლევა
  3. გარემო - პირობები კვლევა-მონიტორინგი
  4. ორიგინალი ტექნოლოგიის კვლევა
  5. მდგომარეობის კვლევა - მონიტორინგი
  6. ფიზიკური ჩარევების დაგეგმვა
  7. და განხორციელება

ზემოთ ჩამოთვლილი გეგმიდან მუშაობა გრძელდება (2023 წლის აპრილიდან მოყოლებული) მეოთხე, მეხუთე პუნქტებზე. ოქტომბრის მისიის ფარგლებში მოსამზადებელი სამუშაოები ფოკუსირდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის, მთავარი სივრცის დასავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი და დასავლეთი მკლავების ზედა რეგისტრების (III, IV) კედლის მხატვრობის ტექნოლოგიისა და მდგომარეობის აღწერასა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაზე.

პროექტის კონკრეტულ ამოცანებს წარმოადგენდა -

სამიზნე არეებზე ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე (არაინვაზიური კვლევის მეთოდებით):

✓კედლის მხატვრობის სხვადასხვა პერიოდის სქემებისა და მათი სტრატიგრაფიული ფენების განსაზღვრა

✓კედლის მხატვრობის ტექნოლოგიისა და მდგომარეობის ვიზუალური ლექსიკონის შედგენა და ფოტო დოკუმენტაცია (აღწერა-დოკუმენტაცია)

✓კედლის მხატვრობის ტექნოლოგიური მახასიათებლების ილუსტრირებისთვის გრაფიკული დოკუმენტაცია

✓კედლის მხატვრობის დაზიანებათა გრაფიკული დოკუმენტაცია

✓კრიტიკული ლოკაციების განსაზღვრა და დაზიანების ხარისხის მიხედვით კატეგორიზაცია და გრაფიკულ დოკუმენტაციაზე დატანა (ღვთისმშობლის შობის ყველა სივრცეში და წმ გიორგის ტაძარში)

✓ ღვთისმშობლის შობის ყველა სივრცეში და წმ გიორგის ტაძარში, მონიტორინგის ფოტოფიქსაცია და მნიშვნელოვანი ლოკაციების მონიტორინგის ანგარიში

✓ კედლის მხატვრობის ტექნოლოგიასა და მდგომარეობაზე არსებული ამჟამინდელი მონაცემების შეჯამება

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ანგარიშები:

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძრის მთავარი სივრცის ზედა რეგისტრების კედლის მხატვრობის კვლევა-დოკუმენტაცია.

დანართი 1 - მთავარი სივრცის ზედა რეგისტრების ტექნოლოგიის გრაფიკული დოკუმენტაცია

დანართი 2 - მთავარი სივრცის ზედა რეგისტრების მხატვრობის მდგომარეობის გრაფიკული დოკუმენტაცია

დანართი 3 - გელათის მონასტრის მდგომარეობის მონიტორინგი (მარტი/აპრილი, ივლისი და ოქტომბერი 2023)

დანართი 4 - კედლის მხატვრობის კრიტიკული არეები ღვთისმშობლისა და წმ. გიორგის ტაძრებში