კომიტეტის შესახებ
კომიტეტი
უკანასკნელ წლებში, გელათის სამონასტრო კომპლექსის ფიზიკური მდგომარეობის კუთხით შექმნილი კრიზისის გაანალიზების შედეგად, საჭირო გახდა გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმა, რაც ძეგლთან მიმართებაში სამოქმედო გეგმის ცვლილებას გულისხმობს და მთლიანად ეფუძნება მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე მიღებული #44COM7B.47 გადაწყვეტილების მითითებებსა და UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ...
ვრცლად
კომიტეტის მიზანი
კომიტეტის მიზნებია: საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული გელათის სამონასტრო კომპლექსის, მისი ტერიტორიისა და მასში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება, დაზიანებისა და განადგურებისგან დაცვა; გელათის სამონასტრო კომპლექსისათვის იმ თვისებებისა და მახასიათებლების, ასევე იმ გარემოს შენარჩუნება, რაც განაპირობებს მის ისტორიულ-კულტურულ ღირ...
ვრცლად
სიახლეები
გელათში კომიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრების მორიგი ვიზიტი განხორციელდა2024-10-05გელათში კომიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრების მორიგი ვიზიტი განხორციელდა
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები, - სამხრეთ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი და კედლის მხატვრობის კონსერვატორი ფრა...
 ბატონი ოსტინ ნევინის გარდაცვალების გამო
2024-10-04 ბატონი ოსტინ ნევინის გარდაცვალების გამო
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კომიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა...
მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების წარმომადგენლების რეაქტიული მონიტორინგის მისია გელათში
2024-09-30მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების წარმომადგენლების რეაქტიული მონიტორინგის მისია გელათში
მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების წარმომადგენლები გელათში მიმდინარე სარეაბი...
განცხადება ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის“ სტატიასთან დაკავშირებით
2024-09-16განცხადება ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის“ სტატიასთან დაკავშირებით
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, ეხმაურება გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფა...
ყველა სიახლის ნახვა
სათათბირო ორგანოები
ეროვნული სამეცნიერო საბჭო
ეროვნული სამეცნიერო საბჭო დაკომპლექტებულია საქართველოში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან პირდაპირ შემხებლობაში მყოფი ყველა ინსტიტუციიდან მოწვეული სხვადასხვა პროფილის უმაღლესი კვალიფიკაციის ადგილობრივი ექსპერტებით. ეროვნული სამეცნიერო საბჭო შედგება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სხვად...
ვრცლად
საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო
საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში გელათის სამონასტრო კომპლექსში განსახორციელებელი სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოების შესაბამისად, მოწვეულნი არიან საერთაშორისო დონის, უმაღლესი რანგის მეცნიერები. საბჭო წარმოადგენს კომიტეტისათვის რეკომენდაციებისა და რჩევების მიმცემ მნიშვნელოვან ორგანოს; საე...
ვრცლად
ოფიციალური დოკუმენტები
ოფიციალური დოკუმენტების ბლოკში გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მასალაა თავმოყრილი, როგორიცაა - წარსულ წლებში ძეგლზე განხორციელებული ჩარევების გეგმები, პროექტები, ანგარიშები, საექსპერტო და მონიტორინგის ანგარიშები, ძეგლის საკონსერვაციო მდგომარეობის ანგარიშები, სხვადასხვა გრაფიკული და ფოტო დოკუმენტაცია, ასევე მისი სტატუსისა და კატეგორიის განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტები; მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის ფარგლებში გამიტანილი გადაწყვეტილებები და საერთაშორისო ექსპერტთა მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. ოფიციალური დოკუმენტების ბლოკი - მუდმივად განახლებადი გვერდია, სადაც, როგორც პროფესიული, ასევე, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისა და მისი განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროცესების ეტაპობრივი შედეგების ამსახველი დოკუმენტები.
ყველა დოკუმენტის ნახვა