უკან დაბრუნება
ნინო კალანდაძესაქართველოს ეროვნული მუზეუმის რესტავრაცია-კონსერვაციის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი

ნინო კალანდაძე განათლებით არის ორგანულ ნივთიერებათა ქიმიური ტექნოლოგი, 1988-1993წწ. (ხარისხი: მაგისტრთან გათანაბრებული) და სიძველეთა ტექნიკური ექსპერტი,1993-2000წწ. (მაგისტრის ხარისხი). 1997 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, არქეოლოგიური კვლევის ცენტრის თანამშრომელი (1997 წლიდან ლაბორანტი, 2000 წლიდან უმცროსი
მეცნიერ-თანამშრომელი, 2006 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი), სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა 2006 წელს (თემა: კოლხეთის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის გრავირებული და ინკრუსტირებული ბრინჯაოს ნაწარმი, ტიპოლოგიურ ტექნოლოგიური გამოკვლევა).


2008 წლიდან პროფესიული საქმიანობა გააგრძელა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, კოლექციების მართვის დეპარტამენტის უფროსად, ხოლო 2017 წლიდან ხელმძღვანელობს რესტავრაცია-კონსერვაციის კვლევით ინსტიტუტს. ნინო კალანდაძე არის საქართველოს ეროვნული მუზეუმის არაერთი განახლებული მუდმივმოქმედი, თუ დროებითი გამოფენის და რეგიონული მუზეუმის (სვანეთის, ახალციხის, ბოლნისის და ვანის არქეოლოგიური მუზეუმი) რეაბილიტაციის პროექტების თანამონაწილე. 2009-2012 წლებში იგი იყო ევროსაბჭოს მხარდაჭერილი “დაძმობილების” პროექტის ორი კომპონენტის ლიდერი. 2007 წელს, აშშ, ვაშინგტონის სმიტსონის ინსტიტუციის კონსერვაციის ინსტიტუტის სტიპენდიატი, 2008 წელს აშშ, ნიუ იორკის მეტროპოლიტენის
ხელოვნების მუზეუმის მიწვეული კონსერვატორი, 2009 წელს, აშშ, ლოს ანჯელესის პოლ გეტის , გეტი ვილას მუზეუმის მიწვეული კონსერვატორი.

ნინო კალანდაძე 2000, 2001, 2003 წლებში იყო გერმანიის, ქ. მაინცის რომაულ გერმანული ცენტრალური მუზეუმის სტიპენდიატი. ნინო კალანდაძე წლების განმავლობაში ეწევა სამეცნიერო საქმიანობას უძველესი ორგანული და არაორგანული წარმომავლობის არტეფაქტების კვლევის და კონსერვაციის მიმართულებით. იგი არის ავტორი და თანაავტორი 24 სამეცნიერო სტატიისა და 5 მონოგრაფიის.

ნინო კალანდაძე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.