უკან დაბრუნება
ეკატერინე გედევანიშვილიგიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. 2005 წლიდან გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა  და ძეგლთა დავცის ეროვნული კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა 2004 წელს (თემა: ხელთუქმნელი ხატის თემა ქრისტიანულ აღმოსვლეთსა და დასავლეთში , მანდილიონისა და წმ. ვერონიკას ხატის მაგალითზე). მისი სამუშაო სფერო შუა საუკუნეების ქართული სახვითი ხელოვნებაა. 

2023 წლის 1 სექტემბრიდან  შვეიცარიის სამეცნიერო ფონდის დაფინასებით იმყოფება  სტაჟირებაზე ფრიბურგის (შვეიცარია) უნივერსიტეტში (პროგ. მიქელე ბაჩის ხელმძღვანელობით). 

არის არაერთი საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელ-ორგანიზატორი (2022 წლის 1-.09 - 16.09 - სვანეთის შუა საუკუნეების ხელოვნებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „The Interaction of Objects, Images, and Bodies with Built and Natural Spaces in Medieval Svaneti“ (პროექტის ხელმძღვანელი, თანამონაწილეები  - ფრიბურგისა და ბრნოს უნივერსიტეტები; 2019 წლის  7-16. 09 ჩუბინაშვილის ცენტრისა და ფლორენციის მაქს პლანკის სახ. ინსტიტუტისა და ფრიბურგის უნივერსიტეტის ერთობლივი პროოექტი „საზაფხულო სკოლა ტაო-კლარჯეთის რეგიონში“ ( პროექტის თანახელმძღვანელი ირინე გივიაშვილი) (Tao-Klarjeti: History and Heritage of Movable and Immovable Monuments, itinerant summer school in the region of Tao-Klarjeti). 

ქართულენოვან სამეცნიერო პუბლიკაციებთან ერთად, არის არაერთი  უცხოენოვანი სამეცნიერო პუბლიკაციების  ავტორი. არის Farig -ის საზოგადოების გრანტის ორგზის ლაურიატი.