უკან დაბრუნება
პუბლიკაციები

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი და მისი პარტნიორი ინსტიტუციები ამზადებენ ძეგლთან დაკავშირებულ სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარულ და საგანმანათლებლო პუბლიკაციებს. ეს გამოცემები ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებულობას და ძეგლის პოპულარიზაციას.

ამჟამად მიმდინარეობს ნაშრომზე „სამაგიდო წიგნი − გელათი“ მუშაობა. პროექტის მხარდამჭერია „საზოგადოება ივერიისა“ და ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი (AE Tbilisi Knowledge Hub), რომელიც წარმოადგენს დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული საქველმოქმედო, არასამთავრობო ორგანიზაციის - ევროპის აკადემიის (Academia Europaea) განყოფილებას სამხრეთ კავკასიაში და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

პუბლიკაცია მრავალდისციპლინური ხასიათისაა. მის შექმნაში მონაწილეობას იღებს  ქვეყნის სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებების სხვადასხვა თაობათა მომიჯნავე დარგების 25-ზე მეტი მეცნიერი. ნაშრომის სამეცნიერო რედაქტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა სხირტლაძე.

გელათის შესახებ „სამაგიდო წიგნის“ მომზადება დიდ სამსახურს გაუწევს ქრისტიანული კულტურით დაინტერესებულ სპეციალისტებსა და ფართო საზოგადოებას. იგი თავს მოუყრის გელათის შესახებ არსებულ მასალას, მათ შორის - აქამდე უცნობ მონაცემებსაც. სამაგიდო წიგნში  შევა თემები, რომლებიც უკავშირდება არქეოლოგიას, ისტორიას, ფილოლოგიას, გელათის აკადემიას, არქიტექტურას, სახვითი ხელოვნებას, მუსიკას, ჰიმნოგრაფიას და ა.შ.

ნაშრომის გამოცემა 2024 წლის ბოლოსაა დაგეგმილი.