უკან დაბრუნება
საერთაშორისო ვორქშოფი კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციაში

მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის კონსერვაციის მიმართულებით 2024 წლის 3-6 ოქტომბერს ტარდება საერთაშორისო ვორქშოფი, რომელიც გელათის კედლის მხატვრობის კვლევისა და მონიტორინგის კომპონენტების განვითარებას ემსახურება. 

საერთაშორისო ვორქშოფის თემას წარმოადგენს ,,მულტისპექტრული ფოტოგადაღება და მდგომარეობის 3დ ფოტოგრამეტრიული მონიტორინგი კედლის მხატვრობის კონსერვაციაში’’.

პროექტის მთავარი დამფინანსებელი ორგანიზაცია განათლების საერთაშორისო ცენტრი გახლავთ.

ვორქშოფის საერთაშორისო მენტორები არიან ვენდი როუზი (გეტის ინსტიტუტის კონსულტანტი, აშშ), ჯოშუა ჰილი (ეროვნული გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი), ანდრეს უენი (ესტონეთის სამხატვრო აკადემია, ესტონეთი).

პროექტი ხორციელდება გელათის რეაბილიტაციის კომიტეტთან და ესტონეთის სამხატვრო აკადემიასთან კოლაბორაციით. 

ვოქრშოფი  გაიმართება გელათის სამონასტრო კომპლექსში, იმერეთში.

ღონისძიების მიზანია კედლის მხატვრობის კონსერვაციის დარგის განვითარება და საერთაშორისო სტანდარტით თანამედროვე 3დ მონიტორინგის მეთოდების საქართველოს კედლის მხატვრობის კონსერვაციის დარგში დანერგვა. ამასთან, კვლევის არაინვაზიური მეთოდის - მულტისპექტრული ფოტოგადაღების პრაქტიკის გაძლიერება და გელათის კედლის მხატვრობის კვლევის პროცესში წვლილის შეტანა. 


ვორქშოფს ესწრება გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციის ჯგუფი და ამასთან ცხადდება მიღება საქართველოს მოქალაქეებზე, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ ღონისძიებაში და აკმაყოფილებენ მოთხოვნებს (არიან კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის სფეროს წარმომადგენლები, აქვთ ფოტოგრაფიის საბაზისო ცოდნა, კომპიუტერული უნარები და ფლობენ ინგლისურ ენას).

აქვე დავძენთ კანდიდატთა მიღება შეზღუდულია. საჭირო საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადა 2024 წლის 10 სექტემბერია. 

ვორქშოფის პროგრამა და კანდიდატთა მიღების განაცხადი იხილეთ თანდართულ ბმულში.

ვორქშოფის პროგრამა

განაცხადის მიღება