უკან დაბრუნება
საველე სკოლა

გელათის რეაბილიტაციის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია პროფესიონალთა ახალი თაობის მომზადება. დამწყებ სპეციალისტებს საშუალება აქვს პრაქტიკული უნარ-ჩვევებს დაეუფლონ და თეორიული ცოდნა საველე სკოლაში. 2024 წლის ზაფხულიდან კომიტეტი და მისი პარტნიორები გეგმავენ კონსერვაციის, ხელოვნების ისტორიის, ძეგლის მენეჯმენტისა და სხვა მომიჯნავე დარგების პროფესიონალთა საზაფხულო საველე კურსებს. მეცადინეობს გაუძღვებიან ქართველი და უცხოელი ექსპერტები. კურსების მონაწილეებს საშუალება ექნებათ თავად იმუშაონ ძეგლზე ექსპერტთა ზედამხედველობის ქვეშ.

2024 წელს დაგეგმილი საზაფხულო საველე სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაცია გავრცელდება კომიტეტის საკომუნიკაციო არხებით.