2023 წლის 10 ოქტომბერს, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტში შედგა შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა გელათის მართვის გეგმის განახლებისათვის გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები.
გელათის მართვის გეგმის განახლების რეკომენდაცია მკაფიოდაა გაცემული UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების - ICOMOS-ისა და ICCROM-ის 2022 წლის 28 ნოემბერ - 2 დეკემბერს გელათში განხორციელებული ერთობლივი მისიის ანგარიშში. შესაბამისად, ამ მიმართულებით კონკრეტული აქტივობების განხორციელება დაიგეგმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ:
- გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი);
- გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის გელათის მართვის გეგმის განახლების პროექტის ხელმძღვანელი - რუსუდან მირზიკაშვილი;
- სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში - ზვიად შალამბერიძე;
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი - დავით ჩერქეზიშვილი;
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი - გენადი ბალანჩივაძე;
- თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე;
- თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი - დავით გოგბერაშვილი.
შეხვედრაზე განხილულ იქნა გელათის მართვის გეგმის განახლებისათვის აქტუალური საკითხები, როგორიცაა - მიწათსარგებლობა და მიწათმოწყობა სამონასტრო კომპლექსის გარშემო, რესურსების გამოყენება ბუფერულ ზონაში და სხვა ...
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ტყიბულის, წყალტუბოსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ გელათის მართვის გეგმის განახლებაში და ამ მიზნით, იმერეთის სახემწიფო რწმუნებულის წინადადებით, გუბერნიიდან და მუნიციპალიტეტებიდან კონკრეტულ წარმმომადგენლებსაც გამოყოფენ გელათის რეაბილიტაციის კომიტეტთან სათანამშრომლოდ.