უკან დაბრუნება
გელათის წმინდა გიორგის ტაძრის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყო

გელათის წმინდა გიორგის ტაძრის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყო. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მოწვევით, სამუშაოებს იტალიის კულტურის სამინისტროს საკონსერვაციო-სარესტავრაციო სკოლა "Opificio Delle Pietre Dure"-ს კედლის მხატვრობის მიმართულების ექსპერტები ქართულ საკონსერვაციო ჯგუფთან ერთად განახორციელებენ.

წმინდა გიორგის ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაციის ბიოლოგიურ მიმართულებას ვენის სამხატვრო აკადემიის  კულტურულ მემკვიდრეობაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი - კატია სტერფინგერი უხელმძღვანელებს.

ვრცლად პირველი სამუშაო მისიის შესახებ იხილეთ სატელევიზიო სიუჟეტი: