უკან დაბრუნება
OPD - სთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტსა და იტალიის კულტურის სამინისტროს საკონსერვაციო-სარესტავრაციო სკოლა Opificio Delle Pietre Dure-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის, ასევე, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საკითხებში. 

თანამშრომლობის უპირველესი ამოცანა, ქართველ სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად, გელათის სამონასტრო კომპლექსის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო პროგრამის განხორციელებაა.

მემორანდუმის ტექსტი (ქართულ ენაზე)

მემორანდუმის ტექსტი (ინგლისურ ენაზე)