უკან დაბრუნება
გელათის მოზაიკის პრევენციული კონსერვაციის სამუშაოები დასრულდა.

გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის  კომპლექსური სამუშაოების ფარგლებში, ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის  მოზაიკური კომპოზიციის გადაუდებელი საკონსერვაციო ფაზა, რომელიც საფუძველს მოცილებული მოზაიკის დამჭერი სტრუქტურის მოწყობას  გულისხმობდა, დასრულებულია.

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ორგანიზებით, გელათის მონასტრის ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მოზაიკის დამცავი სტუქტურის მოწყობის სამუშაოები, გელათის მოზაიკის საკონსერვაციო პროგრამის ხელმძღვანელის, მოზაიკის კონსერვაციის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტის, რომის არქეოლოგიური ცენტრის დირექტორის - ბატონი რობერტო ნარდისა და მის მიერ ფორმირებული რომის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მრავალპროფილური  ჯგუფის მიერ განხორციელდა.

2024-2025 წწ-ებში განხორციელებული კომპლექსური კვლევითი სამუშაოების შედეგად, ბატონი ნარდის მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი მოზაიკური კომპოზიციისა და მასალების საკონსერვაციო მდგომარეობა, რის საფუძველზეც შემუშავდა მოზაიკის მდგომარეობის გაუმჯობესების მეთოდოლოგია და სტრატეგია.

მოზაიკის მძიმე საკონსერვაციო მდგომარეობის გათვალისწინებით, ძირითადი საკონსერვაციო სამუშაოების დაწყებამდე, გადაუდებელ აუცილებლობად იქნა მიჩნეული პრევენციული საკონსერვაციო ფაზის განხორციელება, რაც გულისხმობდა, როგორც უშუალოდ მოზაიკის კენჭების კონსოლიდაციას, ასევე სპეციალურად რომში დამზადებული და საქართველოში ჩამოტანილი მოზაიკის საყრდენი სტრუქტურის მოწყობა. ამ მიდგომით დაცული იქნა მაღალი  რისკის ქვეშ მყოფი მოზაიკის უსაფრთხოება.

აღსანიშნავია, რომ სწორედ განხორციელებული პრევენციული საკონსერვაციო ფაზის შედეგად გახდა შესაძლებელი, ტაძრის საკონსერვაციო-სარესტავრაციო სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულებებით, გარკვეული სამუშაოების დაწყებაც, როგორიცაა წარსულში უხარისხოდ განხორციელებული გადახურვების ახდა, მათ ქვეშ არსებული ინერტული მასალის ამოღება და სხვა...   

 იხილეთ მოზაიკის პრევენციული კონსერვაციის სამუშაოების ანგარიში და

საინფორმაციო ვიდეორგოლი: