უკან დაბრუნება
გელათის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 2026 წლის საკონსერვაციო სეზონი დაიწყო

გელათის სამონასტრო კომპლექსის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე მიმდინარე რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში 2026 წლის  საკონსერვაციო სეზონი დაიწყო.

2026 წლის 2 მარტს, გელათის სამონასტრო კომპლექსში, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კომიტეტის თანამშრომლებთან ერთად შეხვედრა გამართა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაციაზე მომუშავე ექსპერტებთან და გარემო პირობების სპეციალისტებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ:

- გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი);

- გელათის კედლის მხარვრობის საკონსერვაციო ჯგუფის ხელმძღვანელები - სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე;

- პოტსდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი, მინერალოგი - სტეფენ ლაუე;

- ტუსკიას უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტ ბიოლოგი - დანიელა ისოლა;

- კლიმატოლოგიისა და გარემო პირობების ექსპერტები - ანტონიო დელა ვალე და ფრანჩესკო რიცი.

შეხვედრებზე დეტალურად იქნა განხილული 2026 წლის საკონსერვაციო გეგმები. მულტიდისციპლინური დისკუსიის ფორმატში გარემო პირობების სპეციალისტებმა და კედლის მხატვრობის ექსპერტებმა მოსაზრებები გაცვალეს და  მათ მიერ განსახორციელებელი ქმედებებისა და კვლევების შესახებ იმსჯელეს, გააზიარეს მათ მიერ გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები.