უკან დაბრუნება
წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრისა და სამრეკლოს სტრუქტურული მდგომარეობის ინტსრუმენტული კვლევის სამუშაოები

2026 წლის 24-27 თებერვალს, გელათის მონასტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრისა და სამრეკლოს სტრუქტურული მდგომარეობის ინტსრუმენტული კვლევის სამუშაოები განხორციელდა.

სამუშაოები, წინასწარ შემუშავებული საპროექტო წინადადების შესაბამისად განახორციელეს იტალიური „ სტუდიო ბერლუკის“ გამოცდილმა სპეციალისტებმა: სტრუქტურულმა ინჟინერმა ნიკოლა ბეტტინიმ, ინჟინერმა ანდრეა სავოლდიმ და არქიტექტორმა მიკელა ფერაბოლიმ.

გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის ფარგლებში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრისა და სამრეკლოს სტრუქტურული მდგომარეობის გაჯანსაღების პროგრამა ერთერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომლის განხორციელებაც სხვა მიმართულებების მსგავსად თანმიმდევრულ ეტაპებად არის განსაზღვრული.

წმინდა ნიკოლოზის ტაძრისა და სამრეკლოს რესტავრაციის პროგრამის საწყის ეტაპზე, ნაგებობების სტრუქტურებისა და  საშენი მასალების მდგომარეობის დადგენის მიზნით, არქიტექტორ-რესტავრატორის ნიკოლა ბერლუკის მიერ  დაიგეგმა სტრუქტურული კვლევის განხოციელება, რომელიც, არაინვაზიური (ბგერითი) დიაგნოსტიკის პარალელურად, შერჩეულ მონაკვეთებზე ასევე, მოიცავს ენდოსკოპიურ კვლევას.