უკან დაბრუნება
ერთიანი დროებითი გადახურვის სტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძარის ერთიანი დროებითი გადახურვის სტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. დღეის მდგომარეობით, ტაძარი სრულად არის დაცული ატმოსფერული ნალექებისა და მძიმე კლიმატური პირობების უარყოფითი გავლენისაგან. ამავდროულად, გადაწყდა, რომ ერთიანი დროებითი გადახურვის კუთხეები და აღმოსავლეთ-დასავლეთის მკლავების გადახურვის დარჩენილი ზედა სამკუთხედები ეტაპობრივად დაიხუროს, უახლოესი ორი თვის მანძილზე, რათა ტაძარი გეგმაზომიერად ადაპტირდეს შესაფუთ მასალასა და ტაძრის ექსტერიერს შორის ახლად წარმოქმნილ კლიმატურ პირობებთან.

 

იხილეთ ფოტოგალერეა: