2025 წლის 5 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ორგანიზებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის ორ საკვანძო მიმართულებას: კედლის მხატვრობისა და მოზაიკის მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებს.
გელათის მონასტრის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაციის კომპლექსური პროგრამის თანახელმძღვანელმა, ბრიტანელმა ექსპერტმა სტივენ რიკერბიმ წარმოადგინა განხორციელებული სამუშაოების ანგარიში, მათ შორის, კედლის მხატვრობის მდგომარეობის სამეცნიერო კვლევის შედეგები, საკონსერვაციო მიდგომები და მდგომარეობის სტაბილიზაციის მიზნით შემუშავებულ გეგმა.
იხილეთ კედლის მხატვრობის კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელის - სტივენ რიკერბის პრეზენტაცია:
ღონისძიებაზე გელათის მონასტრის საკათედრო ტაძრის მოზაიკური კომპოზიციის კონსერვაციის პროგრამის ანგარიში წარადგინა პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რობერტო ნარდიმ. იტალიელმა ექსპერტმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო მისი გუნდის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები, მოზაიკის კონსერვაციის მეთოდოლოგია და სამომავლო ქმედებათა გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს მდგომარეობის გაუმჯობესებას.
იხილეთ მოზაიკის კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელის - რობერტო ნარდის პრეზენტაცია: