სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, რომელზეც გელათის კათედრალის საკურთხევლის აფსიდის სახურავზე თოვლია აღბეჭდილი.
გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ აფსიდზე თოვლის ფენა ნამქერის სახით დაიდო 25 თებერვლის საღამოდან 26 თებერვლის ჩათვლით, როდესაც დიდი ინტენსივობის თოვას დაერთო ქარიც. გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს ადგილზე მობილიზირებული ჰყავდა ჯგუფი, რომელსაც დავალებული ჰქონდა, რომ თოვის გადაღებისთანავე გადაეთოვლა და გაესუფთავებინა საკურთხევლის აფსიდი. აქვე აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში გელათში ყინვა -2 -დან -9 გრადუსამდე მერყეობდა და თოვლის დნობას ადგილი ვერ ექნებოდა, ხოლო დღეს დილის 12 საათამდე აფსიდი გადათოვლილი იყო.
საზოგადოებას მივმართავთ თხოვნით, ნუ აჰყვება საქმეში გაუთვითცნობიერებელ პირთა მიერ აჟიოტაჟის შექმნის მცდელობას.
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს ძეგლის მონიტორინგს და მზად არის შესაბამისი რეაგირებისათვის.
აქვე, საზოგადოების სრული სიცხადისათვის, წარმოგიდგენთ 25 თებერვლის ვიდეოს, სადაც ნათლად ჩანს, რომ საკურთხევლის აფსიდს, მიუხედავად ინტენსიურად თოვისა, არ დასდებია თოვლი:
ვიდეო, გელათი, 25 თებერვალი.