უკან დაბრუნება
ბატონი ოსტინ ნევინის გარდაცვალების გამო

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კომიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრის, ბატონი ოსტინ მევინის  გარდაცვალების გამო.

 ბ-ნ ოსტინთან სულ სამიოდეა წელია ვთანამშრომლობთ და მისმა პიროვნებამ ჩვენზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ის 2022 წელს პირველად ჩამოვიდა გელათის მონასტრის მდგომარეობის შეფასების მისიით. მისი ცოდნა და პროფესიული ეთიკა  გახდა ერთ-ერთი მყარი საფუძველი გელათის  - მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის გადარჩენის საქმეში.

კიდევ უფრო დასაფასებელია უკანასკნელი ვიზიტი გელათში, ამა წლის ივლისში, როდესაც ის უკვე ძლიერ შერყეული ჯანმრთელობით შეუერთდა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შეკრებას. აქაც მისი პროფესიული რჩევები და კონსულტაცია ფასდაუდებელია.

ჩვენ დავკარგეთ მსოფლიო მნიშვნელობის რესტავრატორი, რომელიც თავისი საქმისადმი დამოკიდებულებითა და პროფესიონალიზმით თანამედროვე რესტავრაციის სინდისის ეტალონად შეიძლება დასახელდეს. ამ რთულ და წინააღმდეგობრივ დროში ის ჩვენთვის გახდა  ზნეობრივი მაგალითი  ადამიანის მარადიული ღირებულებებისადმი ერთგულებისა.

 

მწუხარებით,

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი