უკან დაბრუნება
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის განცხადება

გვინდა გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მორიგ ინფორმაციას გელათის მთავარი ტაძრის დროებითი გადახურვის აღმოსავლეთ მკლავის საკითხთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, ადამიანთა მცირე ჯგუფი კვლავ მიზანმიმართულად ცდილობს გელათის რეაბილიტაციის პროცესის დისკრედიტაციას.

გვსურს საზოგადოებას ვაუწყოთ, რომ გელათის მთავარი ტაძრის აღმოსავლეთი მკლავი [ზემოდან] გადახურულია პროექტით გათვალისწინებული გადახურვის მეთოდოლოგიით და სრულად უზრუნველყოფს ტაძრის საკურთხევლის დაცვას მოსული ნალექისგან. რაც შეეხება მასზედ ვერტიკალურად დამაგრებულ სამკუთხედ მაღალტექნოლოგიურ ქსოვილს, ის დამატებით დამხმარე ფაქტორად დამაგრდა დროებითი სამაგრებით და აქედან გამომდინარე, პროექტით გათვალისწინებული მეთოდოლოგიით, მისი საბოლოო  ფიქსაცია მოხდება მაშინ, როდესაც მეტალის კონსტრუქციის ვერტიკალური სტრუქტურის მთლიანად შემოსვა/შეფუთვა განხორციელდება.  შესაბამისად, მისი ქარისგან მოძრაობა, ვიდრე სამუშაოები არ დასრულდება, არ არის გასაკვირი. თუმცა გვსურს ხაზი გაუსვათ, რომ აღნიშნული, არანაირ პრობლემას არ ქმნის არც კონსტრუქციისთვის და არც საკურთხევლის დაცულობისთვის ნალექის დროს. ის საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი ძალებით, ადვილად კორექტირებადია. აქვე დავსძენთ, როგორც წინა განცხადებებიდან არის ცნობილი, გადახურვის სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში.