უკან დაბრუნება
გელათის მხატვრობის მდგომარეობა

 

2023 წლის აპრილში ქართველი კონსერვატორ-რესტავრატორებისგან შემდგარი დროებითი ჯგუფის მიერ გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავების კამარებისა და აფრების კედლის მხატვრობის მდგომარეობის დეტალური აღწერა-დოკუმენტირება განხორციელდა (იხილეთ დოკუმენტის დეტალები). აღნიშნული სამუშაოების შემდეგ ეტაპს ამავე კედლის მხატვრობის ტექნოლოგიის დეტალური აღნუსხვა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, 2023 წლის 3 ივლისს, კონსერვატორ-რესტავრატორების დროებითი ჯგუფი კვლავ გაემგზავრა გელათში. მისიის ფარგლებში, საარქივო და 2020-22 წლებში განხორციელებული კვლევითი ანგარიშების დამუშავება და კედლის მხატვრობის ტექნოლოგიაზე ინფორმაციის შეკრება - დახარისხება მოხდება. სრულყოფილი დოკუმენტაციისთვის უზრუნველსაყოფად კი ადგილზე განხორციელდება მხატვრობის ტექნოლოგიის ვიზუალური ლექსიკონის შედგენა და გრაფიკული დოკუმენტირება. (იხილეთ დოკუმენტის დეტალები)

ტექნოლოგიისა და არსებული მდგომარეობის აღწერა-დოკუმენტირების მასალა წარედგინება საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებიც 10-16 ივლისის პერიოდში გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის ინსპექტირებას მოახდენენ. შეგროვებული მასალის საფუძველზე ისინი კედლის მხატვრობისთვის საჭირო საკონსერვაციო ღონისძიებებს განსაზღვრავენ და მათ ხედვას გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ეროვნულ სამეცნიერო საბჭოსა და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს.