მიმდინარე წლის 28-30 ივლისს, გელათის სამონასტრო კომპლექსში, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ეგიდით, კომიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრების, ეროვნული სამეცნიერო საბჭოს წევრებისა და ძეგლზე მომუშავე ბრიტანელი და გერმანელი მეცნიერების ერთობლივი შეხვედრები გაიმართა.
საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოდან შეხვედრებში მონაწილეობისათვის საქართველოში იმყოფებოდნენ:
გერჰარდ ვოლფი - საერთაშორისო საბჭოს მდივანი. მაქს პლანკის სახელობის ფლორენციის ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი;
ოსტინ ნევინი - ლონდონის უნივერსიტეტის კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის კონსერვაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
სტეფან საიმონი - ბერლინის ეროვნული მუზეუმების რათგენის კვლევითი ლაბორატორიის დირექტორი;
სტივენ კელი - არქიტექტორი და ნაგებობათა კონსტრუქციების ინჟინერი. ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტის წევრი.
ეროვნული სამეცნიერო საბჭოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ:
დავით ლორთქიფანიძე - ეროვნული სამეცნიერო საბჭოს მდივანი, აკადემიკოსი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი;
ეკატერინე გედევანიშვილი - ეროვნული სამეცნიერო საბჭოს წევრი, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი.
შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ:
სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე, გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელები, კედლის მხატვრობის კონსერვაციის ექსპერტები;
სტეფან ლაუე - გელათის კედლის მხატვრობის მინერალოგიის კვლევის ექსპერტი, პოტსდამის გამოყენებითი მეცნიერებების კონსერვაციისა და რესტავრაციის პროგრამის პროფესორი;
ანეტ ჰოფმანი - ფლორენციის მაქს პლანკის ინსტიტუტი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი;
ვახტანგ ზესაშვილი - მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის არქიტექტურული პროექტის ავტორი;
რუსუდან მირზიკაშვილი - გელათის მართვის გეგმის განახლების მიმართულების ხელმძღვანელი;
მანანა ვარძელაშვილი - გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში;
მიხეილ გაფრინდაშვილი - გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მდივანი.
შეხვედრებს უძღვებოდა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, - არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი).
ორდღიან საველე შეხვედრებზე საბჭოების წევრები ადგილზე გაეცნენ გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე მასშტაბურ პროექტებს, შუალედური რეკომენდაციები გასცეს ერთიანი დროებით გადახურვის, კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო აქტივობების მიმართულებებით, მოისმინეს ახალი ინფორმაცია გელათის მართვის გეგმის განახლების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.
საბჭოების წევრების მიერ შეფასდა მიმდინარე სამუშაოების პროგრესი და კომენტარები გაკეთდა არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე
შეხვედრების მონაწილეებმა კომენტარები მედიასთანაც გააკეთეს:
უფრო ვრცლად, იხილეთ სიუჟეტი: