უკან დაბრუნება
გელათის მართვის გეგმის განახლების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები გრძელდება

2024 წლის 14-18 აპრილს, გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის მართვის გეგმის განახლების პროცესის ფარგლებში, საქართველოში შედგა პროექტის საერთაშორისო კონსულტანტის, ლუიზა დე მარკოს მეორე სამუშაო ვიზიტი.

 
საერთაშორისო კონსულტანტმა მართვის გეგმის განახლებაზე მომუშავე ქართულ ჯგუფთან ერთად, დეტალურად განიხილა სამუშაოების პროგრესი და მიმდინარე აქტუალური საკითხები. 


ვიზიტის ბოლოს, გაიმართა შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მრჩეველთა საბჭოსთან, სადაც წარმოდგენილ და განხილულ იქნა გელათის მონასტრის მართვის სტრუქტურის წინადადებები როგორც გადაუდებელი და მოკლევადიანი, ისე, გრძელვადიანი სტრატეგიული ამოცანების შესაბამისად. 


მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე განახლებული მართვის გეგმის პროექტი  ჩართულ მხარეებს მიმდინარე წლის ივნისში წარედგინება.