გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები იწყება. გერმანული კომპანია „ლეიერისა“ და გერმანელი კონსტრუქტორის მიერ შემუშავებული სტრუქტურული პროექტის მოთხოვნისამებრ, ერთიანი დროებითი გადახურვისათვის სპეციალური დამოუკიდებელი საძრიკვლის ფილები დამზადდა.
სტრუქტურული თვალსაზრისით, სწორედ აღნიშნული ფილები უზრუნველყოფენ ერთიანი დროებითი გადახურვის კონსტრუქციის ძეგლისგან დამოუკიდებელ მოწყობას.
ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოების დაწყების მოახლოებასთან დაკავშირებით, გელათის ტერიტორიაზე გერმანიიდან მოწვეული მუშახელისათვის საჭირო კონტეინერებიც განთავსდა.
სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.