უკან დაბრუნება
კედლის მხატვრობის მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების მიმართულებები

2023 წლის აპრილ - 2024 წლის თებერვლის პერიოდში განხორციელებული გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძრის კედლის მხატვრობის არაინვაზიურ კვლევებზე დაყრნობით, 2024 წლის მარტიდან, სტივენ რიკერბისა და ლიზა შეკედეს ხელმძღვანელობით მიმდინარეობს:

  • კედლის მხატვრობის კრიტიკული არეების რევიზია;
  • არაინვაზიური კვლევების შემდეგი ეტაპის განხორციელება (მულტისპექტრული ფოტოგადაღება, ინფრაწითელი თერმოგრაფია, პორტატული რეტნტგენო ფლუორესცენტრული სპექტროსკოპია);
  • ორიგინალი ტექნოლოგიისა და მდგომარეობის კვლევის შედეგების საფუძველზე საანალიზე სტრატეგიის შემუშავება, ანალიტიკური კვლევისათვის საკითხების ჩამოყალიბება და ასაღები ნიმუშების ლოკაციების განსაზღვრა;
  • ინვაზიური კვლევა ლაბორატორიული ქიმიური ანალიზებისა და ანალიტიკური კვლევების მიმართულებით;
  • არაინვაზიური კვლევის შედეგების საფუძველზე საკონსერვაციო მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება – სხვადასხვა გადაუდებელი და გრძელვადიანი ჩარევისათვის საკონსერვაციო მასალების შემუშავება, მასალების საველე ლაბორატორიული ტესტირება;
  • ღვთისმშობლის შობის ტაძრის მთავარ სივრცესა და ეკვდერებში გადაუდებელი და გრძელვადიანი საკონსერვაციო ჩარევების განხორციელება.