გელათის სამონასტრო კომპლექსში კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები განახლდა. საკონსერვაციო სამუშაოების განსახორციელებლად საქართველოში ჩამობრძანდნენ კედლის მხატვრობის საკონსერვაციო პროცესის ხელმძღვანელები, ბრიტანელი ექსპერტები - სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე, რომლებიც ქართველ სპეციალისტებთან ერთად, წინასწარ მომზადებული საკონსერვაციო გეგმის შესაბამისად განახორციელებენ დაგეგმილ კვლევებსა და სამუშაოებს. სამუშაოების მიმდინარე ფაზა მოიცავს, კვლევის შედეგად გამოვლენილ კრიტიკულ მონაკვეთებზე საკონსერვაციო და სატესტო ჩარევებს და გეგმაზომიერ ინვაზიურ კვლევებს.
უკან დაბრუნება
გელათის სამონასტრო კომპლექსში კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები განახლდა
ფოტო გალერეა