უკან დაბრუნება
გელათში მომუშავე კედლის მხატვრობისა და მოზაიკის კონსერვაციის ჯგუფებთან საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ მარტის კომპლექსური სამუშაოების დაწყებისთვის გაწეული მოსამზადებელი და საორგანიზაციო სამუშაოების განხილვის მიზნით, კომიტეტის ხელმძღვანელობამ, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსა და ეროვნული სამეცნიერო საბჭოს წევრებმა ძეგლზე სამუშაოდ მოვლენილ კედლის მხატვრობისა და მოზაიკის კონსერვაციის ჯგუფებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართეს.  

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მიერ გაწეული მოსამზადებელი და საორგანიზაციო სამუშაოები, მათ შორის, საველე სამეცნიერო ლაბორატორიის მოწყობა და  ხარაჩოების  სამუშაო ჯგუფების მიერ წინასწარ მოწოდებული ტექნიკური დავალებების შესაბამისი რეორგანიზაცია,  ორივე მიმართულების საკონსერვაციო ჯგუფების მხრიდან დადებითად იქნა შეფასებული. გამოითქვა მოსაზრება, რომ მსგავსი სამუშაო პირობები მხოლოდ და მხოლოდ დააჩქარებს საკონსერვაციო პროცესებს და ზოგადად, ყოველმხრივ ხელს შეუწყობს  შესასრულებელი სამუშაოების განვითარებას.