უკან დაბრუნება
გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე საველე სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია მოეწყო

გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე საველე სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია მოეწყო. ლაბორატორიაში შექმნილია ყველა ის პირობა, რომელიც ძეგლზე მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფების ხარაჩოზე გასვლის წინა და ხარაჩოდან ჩამოსვლის შემდგომი სამუშაოების განსახორციელებლადაა აუცილებელი და რომელთა განხორციელებაც საკონსერვაციო ჯგუფებს აქამდე ღია ცის ქვეშ ან ხარაჩოზევე უწევდათ.   ლაბორატორია სამი სივრცისაგან შედგება, მათგან ორი კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო ჯგუფების აღჭურვილობას, საკონსერვაციო მასალებსა და ჩატარებული კვლევების დამუშავებისათვის განკუთვნილ სივრცეებს ეთმობა, ხოლო ერთში შეხვედრების ოთახია მოწყობილი, სადაც მიმდინარე საკონსერვაციო პროცესის ფარგლებში მომუშავე ჯგუფების საკოორდინაციო შეხვედრები იმართება. ზემოაღნიშნული გელათის საველე ლაბორატორია, სრულად, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მოეწყო.