უკან დაბრუნება
საკოორდინაციო შეხვედრა გელათის მართვის გეგმის განახლების პროექტის ფარგლებში

16 თებერვალს გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა მართვის გეგმის განახლების პროცესის მორიგი საკოორცინადიო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის წარმომადგენლები, ეროვნული სამეცნიერო საბჭოს წევრები, სპეციალისტები და მართვის გეგმის სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფის მიერ, განხორციელებული სამუშაოების ანგარიშთან ერთად, წარმოდგენილ იქნა გელათის მონასტრის განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მახასიათებლების სქემა და მათი მონიტორინგის ინდიკატორები, რაც მოთხოვნილია მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის  2023 წლის 45COM. 7B.54 გადაწყვეტილებით. 
მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მახასიათებლების დაცვა ძეგლზე და მის გარემოში ჩარევების უმთავრესი საფუძველია. შესაბამისად, განხილული მახასიათებლები და მათი მონიტორინგის ინდიკატორები გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის მართვის, კონსერვაციისა თუ რეაბილიტაციის ძირითად სახელმძღვანელოდ მოიაზრება.