უკან დაბრუნება
სამუშაო შეხვედრა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გელათის მართვის გეგმის განახლების პროექტის ფარგლებში

2 ნოემბერს გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის მართვის გეგმის განახლების პროცესის ფარგლებში ტყიბულის, თერჯოლისა და წყალტუბოს თვითმმართველობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა  გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა გელათის ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში (ბუფერულ ზონაში) არსებული გამოწვევები, განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები და საჭიროებები, ქალაქმშენებლობითი რეგულირების გამოწვევები. მართვის გეგმის ჯგუფმა დამსწრეთ გააცნო ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციის განახლებული მასალები და მართვის გეგმის შემუშავების მეთოდოლოგია.  შეხვედრას უმასპინძლა იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ.