უკან დაბრუნება
განცხადება სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის თაობაზე

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის განცხადება.

სოციალურ მედიაში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომელიც სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების სამუშაოებსა და ამ სამუშაოებისგან გამოწვეული ვიბრაციის ძეგლზე შესაძლო გავლენას ეხება. აღნიშნული ინფორმაციის არასწორად გავრცელებით ადგილი აქვს მიზანმიმართულ ცილისწამებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.

რაც შეეხება გელათის სამონასტრო კომპლექსის გარე პერიმეტრზე,  პნევმატური ჩაქუჩის (ე.წ. „კოდალას“) მეშვეობით სამუშაოების წარმოებას, გვინდა გაუწყოთ, რომ აღნიშნული სამუშაოები განხორციელდა საპროექტო ხაზის იმ ორ მონაკვეთებში, სადაც კლდოვანი ქანის გაჭრა გახდა საჭირო. აღნიშნული სამუშაო განხორციელდა ექსპერტისა და ვიბრაციის გასაზომი მაღალტექნოლოგიური აპარატურის ზედამხედველობის ქვეშ. 

სატესტო სამუშაობმა აჩვენა, რომ ვიბრაცია აღნიშნული სამუშაოების დროს, დასაშვებ ზღვარზე, თითქმის ათჯერ მცირე იყო (იხილეთ გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ამა წლის 31 იანვრის განცხადება და ვიბრაციის დონის განმსაზღვრელი ოფიციალური დასკვნა). 

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი საზოგადოებას თხოვს არ აყვეს  ხელოვნურად შექმნილ ცილისწამების მცდელობებს და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ  სამონასტრო კომპლექსსა თუ მის მომიჯნავე ტერიტორიაზე მიმდინარე ან დაგეგმილი არცერთი სამუშაო არ იქნება შესრულებული ძეგლისათვის ზიანის მიყენების ხარჯზე.

იხილეთ ტყიბულის მუნიციპალიტეტის, სოფ. გელათში, გელათის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას ვიბრაციის გავრცელების კვლევის ანგარიში