13 თებერვალს, 5-6 თებერვლის სტიქიის შედეგების შესასწავლად, გელათის სამონასტრო კომპლექსში კიდევ ერთი ვიზიტი განხორციელდა. ტაძრებზე წყლის ინფლიტრაციის მიზეზების დასადგენად კომიტეტის წარმომადგენელი, არქიტექტორი და ჰიდროიზოლაციის სპეციალისტები იმყოფებოდნენ. სპეციალური მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების მეშვეობით, ჰიდროიზოლაციის სპეციალისტებმა, მგომარეობა შეისწავლეს.
კათედრალის დროებით გადახურვაზე სტიქიის შედეგად წარმოქმნილი წყლის ინფილტრაციის სამი კერიდან, ერთის აღმოფხვრა უკვე მოხერხდა. მიმდინარეობს დარჩენილი ორი დაზიანების კერის აღმოფხვრის ოპტიმალური მეთოდოლოგიის შემუშავების პროცესი და რამდენიმე დღეში აღნიშნული დაზიანებებიც აღმოიფხვრება.
უახლოეს დღეებში წარმოდგენილი იქნება სრული ანგარიში, რომლებზეც ამჟამად კედლის მხატვრობის კონსერვატორები, არქიტექტორი და ჰიდროიზოლაციის სპეციალისტები ერთობლივად მუშაობენ.