უკან დაბრუნება
გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის შექმნისათვის ვიბრაციის გავრცელების კვლევითი ანალიზი ჩატარდა.

გელათის სამონასტრო კომპლექსში  საკანალიზაციო ქსელის სისტემის  მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობისას, სამუშაო მაგისტრალზე, გალავნის გარე პერიმეტრთან საჭირო გახდა კლდის მასივის მონაკვეთის პნევმატური ჩაქუჩით დამუშავება. აღნიშნული ტექნიკის მიერ გამოწვეული ვიბრაციის ძეგლზე შესაძლო ზეგავლენის წინასწარ შესასწავლად, სამონასტრო კომპლექსის ნაგებობების სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად, თანმიმდევრულად ხორციელდებოდა ტერიტორიაზე ვიბრაციის გავრცელების დეტალური კვლევითი ანალიზი, რომლის შედეგებმაც, ვიბრაციის ძეგლზე შესაძლო  ზემოქმედება გამორიცხა. 

 

იხილეთ შესაბამისი ანგარიში:

ტყიბულის მუნიციპალიტეტის, სოფ. გელათში, გელათის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას ვიბრაციის გავრცელების კვლევის ანგარიში.