უკან დაბრუნება
გელათის სამონასტრო კომპლექსში უსაფრთხო ხარაჩოს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ერთ-ერთი რეკომენდაციის შესასრულებლად, გელათის ღვთისმშობლის ტაძრის აღმოსავლეთ მკლავში უსაფრთხო-ინვენტარული ხარაჩო მოეწყო. აღნიშნული მოზაიკა, პირველადი შეფასებით, აშკარად საჭიროებს საკონსერვაციო აქტივობებს. ამ ტიპის უსაფრთხო ხარაჩო მეცნიერებსა და სპეციალისტებს საკურთხევლის აფსიდის უნიკალურ მოზაიკაზე მუშაობის შესაძლებლობას ხანგრძლივი დროით მიცემს.