უკან დაბრუნება
ნატალია ცინცაბაძეძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საქართველოს ეროვნული კომიტეტის (ICOMOS საქართველო) პრეზიდენტი

არქიტრქტორ-რესტორი. მაგისტრის ხარისხი მიენიჭა 1987 წელს თბილისის სახემწიფო ამხატვრო აკადემიისა და 1999 წელს იორკის უნივერსიტეტის, არქეოლოგიის დეპარტამენტის მიერ, დიდი ბრიტანეთი. 2003 წელს გაიარა ტერიტორიების და ურბანული მემკვიდრეობის ინტეგრირებული კონსერვაცის კურსი (ITUC-03) კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაციისა და შენარჩუნების კვლევის საერთაშორისო ცენტრში (ICCROM). 1999-2018 წწ-ში იყო ICOMOS საქართველოს გენერალური მდივანი და 2004-2021 წწ-ში მოწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 2006 წლიდან მონაწილეობს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნომინაციების და მართვის საკითხების ICOMOS-ის ტექნიკური შეფასების სამუშაოებში.  2018-2021 წწ-ში იგი იყო ევროპა ნოსტრას საბჭოს წევრი, ხოლო 1999-2005 წწ-ში ICOMOS- ის ისტორიული ქალაქებისა და სოფლების საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს წევრი. 20016 წლიდან საქართველოს ეროვნული ფონდის დამფუძნებელი და მრჩეველთა
საბჭოს წევრია. არის ისეთი მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის დაცვის პროგრამების ორგანიზატორი და ხელმძღვანელი როგორიცაა:

- მემკვიდრეობის რესურსების ცენტრი, რომელიც 2020 წ.-დან წარმოადგენს მემკვიდრეობის ინდუსტრიების კვლევის ცენტრს და მოწოდებულია ხელი შეუწყოს პროფესიული უნარებისა და დარგთაშორისი თანამშრომლობის განვითარებას;

- კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანი რეაბილიტაცია: ტრადიციული თბილისური სახლის რეაბილიტაციის სახელმძღვანელო შეიქმნა ძველ თბილისში განხორციელებული საპილოტე სარესტავრაციო პროექტის მიხედვით. დონორი, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო (2018-2021 წწ.);

- რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისთვის: საქართველო, სომხეთი, უკრაინა. ევრო კავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამა (2012-2014 წწ.);

- ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის სათემო პროგრამა, თბილისი ისტორიული ნაწილი. დონორები: WMF, UNESCO, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, (2000 - მიმდინარე).

ნატო ცინცაბაძე არის 16 სტატიის (საერთაშორისო პერიოდიკის ჩათვლით) და პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი.