უკან დაბრუნება
მთავარი ტაძრის მოზაიკა

გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის მოზაიკა, რომელიც საკურთხევლის აფსიდში მდებარეობს, მსოფლიო მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს მოზაიკურ კომპოზიციას წარმოადგენს.

მოზაიკა არასახარბიელო მდგომარეობაშია და კონსერვაციას საჭიროებს. ამჟამად, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს მისი გადაუდებელი და გრძელვადიანი კონსერვაციის გეგმების დამუშავება.

მოზაიკის ინსპექტირების მიზნით, 2023 წლის ივლისში ძეგლზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ გელათის რეაბილიტაციის მრჩეველთა საბჭოების წევრები და მოზაიკის კონსერვაციის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი, რობერტო ნარდი, რომელმაც ადგილზე შეისწავლა გელათის მოზაიკასთან დაკავშირებული პრობლემები და 15 ივლისს გელათშივე მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე პრეზენტაციის სახით წარუდგინა საზოგადოებას.

გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით ბატონმა რობერტო ნარდიმ, ასევე, მოამზადა გელათის მოზაიკის ზოგადსაკონსერვაციო ხედვა, რომლის მიხედვითაც მოზაიკასთან მიმართებაში პირველი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება.

2023 წლის ნოემრისათვის, გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეთთან თანამშრომლობით, რობერტო ნარდის მიერ მოზაიკის კონსერვაციის პირველი ფაზის სრული საკონსერვაციო გეგმა იქნა წარმოდგენილი. 

2024 წლის ივლისი - ზემოხსენებული საკონსერვაციო გეგმის მიხედვით მარტი - ივლისის პერიოდში განხორციელებულ აქტივობებზე  წარმოდგენილ იქნა შუალედური ანგარიში  (აქვე იხილავთ მის თარგმანს და რობერტო ნარდის მიერ ანგარიშში ხსენებულ 1985-90 წლებში ქართველი რესტავრატორების მიერ განხორციელებული ჩარევების ანგარიშს).