უკან დაბრუნება
სარა სტენიფორსიმხატვრობის კონსერვატორი და ქიმიკოსი. ისტორიული და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის საერთაშორისო ინსტიტუტის IIC-ის საპატიო პრეზიდენტი

სარა სტენიფორსი არის მხატვრობის კონსერვატორი და ქიმიკოსი. იგი ისტორიული და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის საერთაშორისო ინსტიტუტის IIC-ის ყოფილი პრეზიდენტია. ამ პოზიციაზე ის საპატიოდ 2013-2019 წლებში მოღვაწეობდა. იგი არის ინგლისის მემკვიდრეობის საკუთრებაში მყოფი ძეგლების, მეცნიერების მუზეუმის ჯგუფის, ქირურგთა სამეფო კოლეჯში არსებული ჰანტერის მუზეუმის ღირსშესანიშნაობების ფონდის და ჰოლსტის დაბადების ადგილის ფონდის განმგებელი/მმართველი.

იგი არის დარამის უნივერსიტეტის პროფესორი, ვესტმისტერის სააბატოს ქსოვილის კომისიისა და გლოსტერის ეპარქიის მრჩეველთა კომიტეტის წევრი, ასევე, ისტორიული და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის საერთაშორისო ინსტიტუტის IIC-ის სამეცნიერო საზოგადოებისა და ანტიკვარების საზოგადოების და ხელოვნების სამეფო საზოგადოების წევრი.

1985-2014 წლებში, მას სხვადასხვა პოზიცია ეკავა ეროვნულ ფონდში, მათ შორის, იყო მუზეუმებისა და კოლექციების დირექტორი, ისტორიული ნაგებობების დირექტორი და მთავარი კონსერვატორი. 1980-1985 წლებში, იგი, ასევე, მუშაობდა ეროვნული გალერეის სამეცნიერო დეპარტამენტში. სარა სტენიფორსი დღემდე აგრძელებს ეროვნული ფონდის ისტორიული სახლი-სასტუმროების დირექტორის პოზიციაზე მუშაობას.