უკან დაბრუნება
გერჰარდ ვოლფისაბჭოს მდივანი. მაქს პლანკის სახელობის ფლორენციის ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი 

მაქს - პლანკის საზოგადოების სამეცნიერო წევრი, მაქს პლანკის სახელობის ფლორენციის ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი (2003 წლიდან). ხელოვნების ისტორიის დარგში სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა 1989 წელს (ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი) და 1994 წელს (ბერლინის უნივერსიტეტი). 1998 წლიდან 2003 წლამდე ხელმძღვანელობდა ტრირის უნივერსიტეტის ხელოვნების კათედრას. ის თანამშრომლობს ისეთ სამეცნიერო დაწესებულებებთან, როგორებიცაა: პარიზის სოციალურ მეცნიერებათა უმაღლესი განათლების სკოლა (EHESS), რომის ჰერციანას ბიბლიოთეკა, ვენის, ბაზელის, ბუენოს აირესის, მეხიკოს, იერუსალიმის, ჰარვარდის უნივერსიტეტები, ასევე, ლუგანოს, ჩიკაგოს, ციურიხის, ნიუ-იორკის, სტამბულის (Boğaziçi University) უნივერსიტეტები. გ. ვოლფი 2009 წლიდან ბერლინის ბრანდერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრია. 2008 წლიდან 2020 წლამდე ის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, 2013-2019 წლებში კი მეცნიერებისა და ჰუმანიტარული კომიტეტის (Wissenschaftsrat) სამეცნიერო წევრი.