უკან დაბრუნება
ლორი ვონგი კედლის მხატვრობის კონსერვატორი. კურტოს კონსერვაციის ინსტიტუტი

კედლის მხატვრობის კონსერვატორი და პროექტების სპეციალისტი გეტის კონსერვაციის ინსტიტუტის ნაგებობებისა და ძეგლების დეპარტამენტში. იგი მუშაობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასა, კონსერვაციის მიდგომების დახვეწასა და მათ სტრატეგიულ განვითარებაზე. ისტორიული და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის საერთაშორისო ინსტიტუტის IIC-ის წევრი. იგი, ასევე, არის იკომოსის (ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო საბჭო) (US/ICOMOS) ამერიკის ეროვნული კომიტეტის წევრი და აქტიურად არის ჩართული იკომოსის მონუმენტური მხატვრობის საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის (ISCMP) ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.