უკან დაბრუნება
სტეფან სიმონიბერლინის ეროვნული მუზეუმების რათგენის კვლევითი ლაბორატორიის დირექტორი

2005 წლიდან ხელმძღვანელობს ბერლინის ეროვნული მუზეუმების რათგენის კვლევით ლაბორატორიას. ის არის კონსერვაციის მეცნიერი, მკვლევარი. სტეფან სიმონმა დოქტორის ხარისხი მოიპოვა ქიმიაში მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში. იგი მუშაობდა ICROM-ის − კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, საკვანძო თანამდებობაზე, იყო მმართველი საბჭოს წევრი და ვიცე პრეზიდენტი.

სტეფან სიმონი არის იელის უნივერსიტეტის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინსტიტუტის (IPCH) დამფუძნებელი და პირველი დირექტორი; 2014-2019 წლებში ის ხელმძღვანელობდა იელში ჩამოყალიბებულ საერთაშორისო გაერთიანებას − გლობალური ინიციატივები კულტურული მემკვიდრეობისათვის.

2001 წლიდან 2005 წლამდე ის ხელმძღვანელობდა გეტის კონსერვაციის ინსტიტუტში (ლოს ანჯელესი) მიმართულებას, რომელიც სამშენებლო მასალებს იკვლევს. სტეფან სიმონი არის გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი და სიან ძიანტონგის უნივერსიტეტის (ჩინეთი) და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი. მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოქვეყნებულია 150-ზე მეტი სტატია კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნების შესახებ.