უკან დაბრუნება
ფრანჩესკა პიკესამხრეთ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი და კედლის მხატვრობის კონსერვატორი

კედლის მხატვრობის კონსერვატორი, რომელიც სპეციალობას დაეუფლა ლონდონში, კურტოს ხელოვნების ინსტიტუტში (Courtauld Art Institute). პიკემ ბაკალავრის ხარისხი ქიმიაში ფლორენციის უნივერსიტეტში მოიპოვა, ხოლო მაგისტრის ხარისხი კონსერვაციის მეცნიერებაში ლონდონის უნივერსიტეტში. 1991 წლიდან 2004 წლამდე იგი მუშაობდა გეტის კონსერვაციის ინსტიტუტში (ლოს ანჯელესი, აშშ) რამდენიმე მულტიდისციპლინურ პროექტზე, რომლებიც ფოკუსირებული იყო კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების კონსერვაციაზე – მის ექსპერტულ მიმართულებას წარმოადგენდა კედლის მხატვრობის, ბარელიეფის, მოზაიკისა და არქეოლოგიური ძეგლების კონსერვაცია. 2009 წლიდან პიკე სამხრეთ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტში (SUPSI) ახორციელებს სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. 2011 წელს იგი გახდა უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის მიმართულების პროფესორი. პიკე არის სამი წიგნისა და 50-ზე მეტი სტატიის ავტორი კედლის მხატვრობის კონსერვაციის სფეროში.