უკან დაბრუნება
გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსტრუქციული კვლევისა და არსებული ბზარების მონიტორინგის გეგმა

WHC/ICOMOS/ICCROM-ის 2022 წლის 28 ნოემბერი-2 დეკემბერს გელათში განხორციელებული ერთობლივი მისიის ანგარიშის მე-13 და მე-14 რეკომენდაციების შესასრულებლად, Studio Croci Associati-სა და VI Studio-ს ერთობლივი ძალისხმევით მომზადებულია გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსტრუქციული კვლევისა და არსებული ბზარების მონიტორინგის გეგმა. მიმდინარეობს აღნიშნული პროექტის ეროვნული და საერთაშორისო საბჭოების მიერ განხილვა და უახლოეს მომავალში, პროცედურის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ პროექტი ფართო საზოგადოებას წარედგინება.