მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე მიღებული #44COM7B.47 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტისა და WHC/ICOMOS/ICCROM-ის 2022 წლის 28 ნოემბერ-2 დეკემბერს გელათში განხორციელებული ერთობლივი მისიის ანგარიშის მე-6 რეკომენდაციის თანახმად, მიმდინარე წლის მაისში, გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის აღმოსავლეთ მკლავში მოეწყო ე.წ. უსაფრთხო ხარაჩო და სპეციალისტებს საშუალება მიეცათ დაუბრკოლებლად შეისწავლონ კედლის მხატვრობისა და საკურთხევლის აფსიდის მოზაიკის მდგომარეობა.
უკან დაბრუნება
მთავარი ტაძრის აღმოსავლეთ მკლავში უსაფრთხო ხარაჩო მოეწყო
ფოტო გალერეა